Friday, July 20, 2012

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება:
კურორტი ახტალა.
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
მოსწავლეები ისწავლიან ფსევდო ვულკანის წარმოშობას და მის სამკურნალო თვისებებს.
3.პროექტის აქტუალობა:
ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიგებენ თავიანთ მშობლიურ კუთხეში მდებარე უნიკალური კურორტის არსებობას და მის მნიშვნელობას.
4.პროექტის მიზნები:
მოსწავლეები ისწავლიან როგორ წარმოიშვა ახტალა,შეძლებენ განასხვავონ ვულკანი და ფსევდო ვულკანი ერთმანეთისაგან.ჩამოუყალიბდებათ მშობლიური მხარის სიყვარული,რადგან გაიგებენ თუ რა უნიკალური და სამკურნალო ადგილები არსებობს საქართველოში.
5.მონაწილეთა ასაკი:
15 წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა:
ერთი თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
  • მოსწავლეებმა იციან ახტალის წარმოშობის როგორც მეცნიერული ასევე ლეგენდარული წარმოშობა.
  • ანსხვავებენ ერთმანეთისაგან ვულკანისა და ფსევდო ვულკანის ცნებებს.
  • თითოეული ჯგუფი შექმნის პრეზენტაციებს და განათავსებენ ბლოგზე.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
საქართველოს გეოგრაფიის სახელმძღვანელო,საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები,ენციკლოპედია,ინტერნეტი.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
  • მოსწავლეთა უმრავლესობის გადაწვეტილებით ავარჩიეთ თემა კურორტი ახტალა და ჩამოვაყალიბეთ შესაბამისი შეკითხვები:
  • 1.რა არი ფსევდო ვულკანი.
  • 2.ახტალის წარმოშობის მეცნიერული ვერსიები.
  • 3.ახტალის წარმოშობის ლეგენდა.
  • 4.რის მკურნალობა შეიძლება ახტალის ტალახით.
  • კლასი დავყავი  სამ ჯგუფად.
  • 1 ჯგუფი გამოიკვლევს ახტალის წარმოშობის მეცნიერულ ვერსიებს.
  • 2ჯგუფი მოიძიებს ახტალის წარმოშობის ლეგენდას.
  • 3ჯგუფი გამოიკვლევს რისი მკურნალობა შეიძლება ტალახის აბაზანებით.
  • მოვაწყე ექსკურსია კურორტ ახტალაზე.
  • ადგილზე მოხდება ინფორმაციის მოძიება მოსახლეობასთან გასაუბრებით.
  • თითოეული ჯგუფი ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ ინფორმაციას.
  • მოძიებული ინფორმაციების საფუძველზე ჯგუფები მოამზადებენ პრეზენტაციას.
  • თითოეული ჯგუფი მოახდენს პრეზენტირებას.
  • შეფასების დროს გავითალისწინებ მოძიებულ მასალას,პრეზენტაციის ხარისხს და მოვახდენ მოსწავლეთა შეფასებას.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
გეოგრაფია
  • მოსწავლეს შეუძლია დაახასიათს და აანალიზს საქართველოს ბუნებრივ პირობებ
  •   მოსწავლეს შეუძლია დაუკავშიროს საქართველოს ძირითადი ბუნებრივი და ანთროპოგენული ლანდშაფტები მათ სამეურნეო გამოყენებას.
  •   მოსწავლეს შეუძლია გაანალიზს საქართველოში გეოეკოლოგიური პრობლემების  წარმოქმნის ბუნებრივ და ანთროპოგენურ წყაროებ.


11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
თამარ ფიროსმანაშვილი.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
tamunafirosmanashvili@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
tamunafirosmanashvili